აქვს თუ არა პრეზიდენტს ივანიშვილთან კომუნიკაცია - რა ინფორმაციას ფლობს პრეზიდენტის ძმა
არის თუ არა სალომე ზურაბიშვილი, როგორც ბიძინა ივანიშვილის ვიზა დასავლეთში - პრეზიდენტის ძმა სალომე ზურაბიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.
როგორც ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის გუნდს პრინციპულ საკითხებზე უპირისპირდება. რაც შეეხება ივანიშვილთან კომუნიკაციას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს არანაირი ურთიერთობა არ აქვს.
უპირისპირდება ბიძინა ივანიშვილის გუნდს, უპირისპირდება მთავარ საკითხებზე, უპირისპირდება რუსეთთან ურთიერთობაში, ეწინააღმდეგება იმაში, რომ მივიღოთ ბევრი რუსი საქართველოში, ალბათ არის საფრთხე. ფაქტობრივად, უპირისპირდება მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილებას, არ ვიცი, რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან.
მგონი სალომეც თვითონ ამბობს, მომისმენია და მიკითხია, ვიიც, რომ არანაირი ურთიერთობა არ არსებობს,“ - ამბობს პრეზიდენტის ძმა.