მთავარი საკითხი იყო სააკაშვილის გადარჩენა, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა - ზურაბიშვილი
"ჩემი აზრით, მთავარი საკითხი იყო გადარჩენა, ჯანმრთელობის საკითხი," - ასე ეხმაურება პრეზიდენტის ძმა მიხეილ სააკაშვილის საქმეს.
როგორც "რეაქციაში" ოთარ ზურაბიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა მთავარი საკითხია.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემას, ოთარ ზურაბიშვილის თქმით, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.
ჩემი აზრით, მთავარი საკითხი იყო გადარჩენა, ჯანმრთელობის საკითხი. რთულია შეჭრა, ერთი მხრივ, პოლიტიკური ბრძოლაა, მეორე მხრივ, იურიდიული გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება არ იყოს მართალი. დისკრეციული გადაწყვეტილებაა შეწყალება პრეზიდენტის და რთულია ამაზე პასუხი.
მე ვფიქრობ, რომ საჭირო იყო, ყოფილიყო ჯანმრთელობის მხრივ დახმარება ან გაგზავნა უცხოეთში და ვიცი, რომ ასეთი ნაბიჯები იყო გადადგმულ, მაგრამ ამაშიც ალბათ, არის შეფერხება, სიძნელეები მთავრობის მიერ,“ - ამბობს ზურაბიშვილი.