ჩნდება ევროპაში კითხვა, უნდა თუ არა მმართველ პარტიას, რომ ეს სტატუსი მიიღოს ქვეყანამ - გიგაური იმპიჩმენტზე
„რთული იქნება მათთვის რომ საკმარისი ხმები მოიპოვონ, მაგრამ გამორიცხული არაფერი არ არის“, - ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „რეაქციაში“ გააკეთა.
ეკა გიგაურის თქმით, პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება პარტნიორებში კითხვის ნიშნებს აჩენს.
ჩნდება ევროპაში კითხვა - რას აკეთებს მმართველი პარტია და უნდა თუ არა მმართველ პარტიას რომ ეს სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, ბევრი ფიქრობს, რომ სპეციალურად აკეთებენ სტატუსი, რომ არ მივიღოთ. ეს პროცესი გზავნილია დასავლეთის მიმართ, რომ ჩვენ შევუქმნით პრობლემებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც შეეცდება საქართველო დაუახლოოს ევროპას,“ - ამბობს გიგაური.