რა ქნა „ოცნებამ“, მოიგონა პრობლემა და დაიწყო საზოგადოების მანიპულირება - ხოშტარია
„რა ქნა „ოცნებამ“, მოიგონა პრობლემა და დაიწყო საზოგადოების მანიპულირება,“ - ასე აფასებს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.
როგორც ხოშტარია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ყურადღება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხით მნიშვნელოვანი თემებიდან გადაატანინა. ხოშტარიას თქმით, ახლა უმთავრესია "ოცნების" პროპაგანდის მხილება და ოლიგარქიული სისტემის ჩამოშლა.
ბოლომდე როგორ შეიძლება სხვა კითხვები მომეხსნას, როდესაც ვართ ოლიგარქიულ სისტემაში, სადაც ახლა კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციაშიც მგონია, რომ ნაწილი არსებობენ, რომ არიან თოჯინები ამ თამაშის.
რა არის შედეგი - ამ ერთი წლის განმავლობაში, როდესაც რეგიონი უახლოვდება ევროპას, საქართველო დაუახლოვდა თუ დაშორდა? ცალსახად დაშორდა.
როდესაც არ უნდა იყოს ეს თამაში, თამაშია, რეალობა სხვაა. ამის პარალელურად, USAID-ს და ამერიკას ეუბნებიან, რომ თქვენ ამ ქვეყანაში აწყობთ რევოლუციას, მეორე სპექტაკლი.
მეორე ფრონტი კი არა, ევროპის ამ გეოპოლიტიკურ ფანჯარას ჩვენ ვიყენებთ თუ არა, ჩვენი ამოცანა უნდა დავსვათ, როგორ ჩავშალოთ ეს თამაში, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის, ხალხის მომავლით, ისტორიული შანსით ცინიკური თამაში,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.