ჩვენი გუნდი შევა და აუცილებლად წითელ ღილაკს დააჭერს ხელს - ბუჩუკური იმპიჩმენტზე
„ჩვენი გუნდი შევა და აუცილებლად წითელ ღილაკს დააჭერს ხელს,“ - ეს განცხადება პარტია „საქართველოს“ წევრმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა.
ბუჩუკურის თქმით, თუ პარლამენტში გადაინაცვლებს საკონსტიტუციო სასამართლოდან პროცესები, გახარიას გუნდი სასესიო დარბაზში იქნება და პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცემს ხმას.
„ოცნება“ იმპიჩმენტს უწყობს ქვეყნის ევროპულ მომავალს. აქ არ არის საუბარი პერსონალიაზე, სალომე ზურაბიშვილი მოსწონს ვინმეს თუ არა, საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტზე, საუბარია იმაზე, რომ ცხადად გვითხრა ევროკავშირმა, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ერთი თვეა დარჩენილი შეფასების მიღებამდე, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაც კი ძალიან ნეგატიური გზავნილი არის ევროკავშირის მისამართით გაგზავნილი,“ - ამბობს ბუჩუკური.