ხელოვნურად ნაღმის ჩადება და საბოტაჟი ქვეყნის მომავლის - ნინო ლომჯარია იმპიჩმენტზე
„პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყება არის ამ ქვეყნისთვის ხელოვნურად ნაღმის ჩადება და საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის მომავლის,“ - ეს განცხადება ნინო ლომჯარიამ „რეაქციაში“ გააკეთა.
ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც საქართველო ერთ თვეში ისტორიული გადაწყვეტილებას ელოდება, ამ დროს კი „ოცნება“ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, ეს არის საბოტაჟი.
ამიტომ ვცდილობთ ჩვენ, რომ დღეს მაშველი რგოლი მივიღოთ და დასავლურმა ცივილიზაციამ, როდესაც ზღვარი ივლება - რომელი ქვეყნები არიან დასავლურ ცივილიზაციაში და რომლები რჩებიან რუსული გავლენის ქვეშ, არ დავრჩეთ ჩვენ ამ ზღვარს მიღმა.
სუს-ზეც რომ ვთქვათ, სასაცილო არ არის, მაგრამ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ ყოფილი გენერალური პროკურორი რუსეთის აგენტია და ამ დროს სუს-მა გამოძიება დაიწყო აშშ-ის მხრიდან საქართველოში გადატრიალების მცდელობით.
ეს პროცესი მთლიანობაში ჩემთვის ლოგიკურად მიდის იმ დასკვნამდე, რომ არანაირი ახსნა ამ მოვლენას არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის რუსეთის ინტერესებში,“ - ამბობს ლომჯარია.