პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დღე მეორე

04.10.23 10:10
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დღე მეორე

პრეზიდენტის გასამართლების პირველი ეტაპი დასრულდა -  დღეს სასამართლო სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში 11 საათზე განახლდება.

გუშინ, მთავრობის წარმომადგენლის საბედისწერო დაკითხვამ ისტორიულ სასამართლო პროცესზე ყველაფერი  თავდაყირა დააყენა და "ოცნების" პროპაგანდა ზურაბიშვილის წინააღმდეგ, პრაქტიკულად, წყალში ჩაყარა.

ვახტანგ ბაჩიაშვილმა თავის დაძვრენა  პრეზიდენტის წარმომადგენლების კითხვების შემდეგ ვეღარ შეძლო, ამიტომ თამარ ჩუგოშვილის შეურაცხყოფაზე გადავიდა, რასაც დარბაზში დაპირისპირება მოჰყვა. ბოლოს მთავრობის თანამშრომლის მაშველ რგოლად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იქცა. მერაბ ტურავა მოსამართლეებს  და პრეზიდენტის წარმომადგენლებს მისთვის არასასურველ კითხვებს აწყვეტინებდა და მოპასუხის ნაცვლადაც პასუხებს  თავად სცემდა. ამ ყველაფერმა კი პრეზიდენტის  ნდობით აღჭურვილ პირებს დაუტოვა განცდა, რომ  სასამართლოს თავმჯდომარე მხარეებს არათანაბარ პირობებში აყენებს, რაც შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილებაზეც აისახოს.

მსგავსი სიახლეები