მიღებული აქვს თუ არა სასამართლოს წინასწარ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება? - რას ამბობს მოსამართლე

04.10.23 11:13
მიღებული აქვს თუ არა სასამართლოს წინასწარ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება? - რას ამბობს მოსამართლე

მიღებული აქვს თუ არა სასამართლოს წინასწარ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე გადაწყვეტილება? - ამის შესახებ ჟურნალისტებმა საკონსტიტუციოს მოსამართლეს, ირინა იმერლიშვილს კითხეს, თუ რატომ აქვს საზოგადოებას განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის საიმპიჩმენტო საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, რაზეც იმერლიშვილმა განაცხადა, რომ არ იცის.

„ვერ გეტყვით. თუ ჩემზე ვისაუბრებთ, მე ნამდვილად გადაწყვეტილებაზე უნდა ვიფიქრო, არგუმენტებს უნდა მოვუსმინო და ვფიქრობ, რომ ჩემი კოლეგებიც მსგავსად მოიქცევიან, ამის იმედი მაქვს“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

ირინა იმერლიშვილმა ასევე ისაუბრა დასკვნაზეც და თქვა, რომ 14 ოქტომბერი არის ბოლო ვადა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლომ პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს.

„პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება 12 სექტემბერს გაგზავნა და სასამართლომ 14 სექტემბერს დაარეგისტრირა, შესაბამისად, ბოლო ვადა არის 14 ოქტომბერი, როდესაც სასამართლომ პარლამენტს დასკვნა უნდა გაუგზავნოს. სავარაუდოდ, ეს დრო დასჭირდება, ეს მომხსენებელ მოსამართლეზეა დამოკიდებული, მაგრამ დასჭირდება ეს დრო [გადაწყვეტილებისთვის]“-განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა უკვე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები