იმპიჩმენტი ფარული კენჭისყრით - "ოცნებას" პრეზიდენტის გადაყენების და ოპოზიციის გადაბირების გზა უმარტივდება
იმპიჩმენტი ფარული კენჭისყრით - "ოცნებას" პრეზიდენტის გადაყენების და ოპოზიციის გადაბირების გზა უმარტივდება. მოქმედი კანონით, კენჭისყრა ფარულია, ანუ თუ მმართველი პარტია ოპოზიციიდან 12 დეპუტატს გადაიბირებს, ვინ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს ამას ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ამიტომ "ოცნებისთვის" პრეზიდენტის გადაყენება უფრო რეალური ხდება, ოპოზიციასთან ვაჭრობა კი უფრო მარტივი. ახლა მთავარი კითხვაა, რას იზამს ოპოზიცია და დაესწრებიან თუ არა ამ პროცესს მეპარალელება?
პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად თუ კენჭისყრა ფარული იქნება ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზში საერთოდ არ უნდა შევიდნენ.
ქართულ ოცნებას ასეთები უქნია. ყველაფერი შეუძლიათ, იკადრონ და ჩაიდინონ, მითუმეტეს, რომ სუპერმოტივირებულია ის, ვინც მთავარი მკადრებელია - ანუ ბატონი კობახიძე. მას კადრების პრობლემა არ აქვს, ყველაფერს იკადრებს.
მნიშვნელოვანია ამ პროცესში როგორ მოიქცევიან ოპოზიციის წარმომადგენლები. თუ კენჭისყრა დაიხურა, მათ უბრალოდ დახურულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, თუ ღია კენჭისყრაა მაშინ აღარ არის რელევანტური სხვა კითხვები, იმიტომ, რომ ნახავთ ბოლო-ბოლო ეს არ დაიმალება და შესაბამისად ნებისმიერი ოპოზიციის წარმომადგენელს, რომელიც ხმას მისცემს იმპიჩმენტს, ჩემი აზრით და ვარაუდი, ჩემი სურვილით ეს იქნება მათთვის პოლიტიკური თვითმკვლელობა, მაგრამ თუ დახურული კენჭისყრაა, მაშინ ვითარება იცვლება იმიტომ, რომ მერე სულ იქნება იმან თქვა, ამან თქვა, იმან მისცა, ამან მისცა", - ამბობს თინა ხიდაშელი.