თუ ივანიშვილს ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გადაწყვეტილი აქვს, დარწმუნებული ვარ, ამას ის შეძლებს - ნიკა მელია

04.10.23 12:02
თუ  ივანიშვილს ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გადაწყვეტილი აქვს, დარწმუნებული ვარ, ამას ის შეძლებს - ნიკა მელია

თუ ბიძინა ივანიშვილს საბოლოოდ აქვს გადაწყვეტილი, ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, დარწმუნებული ვარ, ამას ის შეძლებს - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ "პირველებთან" ინტერვიუში განაცხადა. 

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იმპიჩმენტის საკითხზე ოპოზიციონერების გადაბირება მოხდება,  ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს. 

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, მელია აღნიშნავს, რომ პროცესები თავიდან ბოლომდე ოლიგარქის მიერაა ორგანიზებული. 

რა ფორმით, რა ზეწოლით დეპუტატებზე ეს ნათელი გახდება უახლოეს მომავალში. ფაქტია, რასაც მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ვადევნებთ, თავიდან ბოლომდე ორგანიზებული არის ივანიშვილის მიერ და კონკრეტულად რა საბოლოო მიზანს ემსახურება ეს პროცესი დარწმუნებული ვარ, შეუმჩნეველი არ დარჩება არავისთვის, არც ამ ქვეყანაში და არც ქვეყნის საზღვრებს მიღმა", - ამბობს ნიკა მელია.

იმპიჩმენტი ფარული კენჭისყრით - "ოცნებას" პრეზიდენტის გადაყენების და ოპოზიციის გადაბირების გზა უმარტივდება. მოქმედი კანონით, კენჭისყრა ფარულია, ანუ თუ მმართველი პარტია ოპოზიციიდან 12 დეპუტატს გადაიბირებს, ვინ დააჭერს მწვანე ღილაკს ხელს ამას ვერასდროს ვერავინ გაიგებს, ამიტომ "ოცნებისთვის" პრეზიდენტის გადაყენება უფრო რეალური ხდება, ოპოზიციასთან ვაჭრობა კი უფრო მარტივი. ახლა მთავარი კითხვაა, რას იზამს ოპოზიცია და დაესწრებიან თუ არა ამ პროცესს მეპარალელება? 

მსგავსი სიახლეები