იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს - კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე
იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებზე სასამართლოს პროცესზე შესვლამდე განაცხადა.
კობახიძის თქმით, რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის, ეს პირველი კურსის მასალაა და როცა ამ კითხვას ვერ/არ სცემ პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმედ გაქვს საქმე.
„იმედია, გუშინ საღამოს იმეცადინეს და გაარკვიეს რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. გუშინ ამაზე პასუხი არ ჰქონდათ. ეს არის უმარტივესი კითხვა, რომელსაც სჭირდება უმარტივესი პასუხი. ეს პირველი კურსიც არ არის. რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. როცა ამ კითხვას ვერ/არ სცემ პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმედ გაქვს საქმე და ეს ასეა. ვნახოთ, დღეს რას იტყვიან. ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხის არგაცემა ნიშნავს იმას, რომ თავადაც იციან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.