საგამოძიებო მოქმედებები გლდანში - პოლიცია ეძგვერაძის საქმეზე ვიდეოკადრების გადამღებს ეძებს

04.10.23 11:47
საგამოძიებო მოქმედებები გლდანში - პოლიცია ეძგვერაძის საქმეზე ვიდეოკადრების გადამღებს ეძებს

კრიმინალური პოლიცია "შაბათის ეთერში" გასული სკანდალური კადრების გადამღებს და გამავრცელებელს ეძებეს. ჩხრეკა გლდანში, სადაც რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერი დეპუტატი სცემეს, ერთდროულად რამდენიმე ბინაში ჩატარდა.

პოლიცია იმ პირების დადგენას ცდილობს, ვინც რამდენიმე წამიანი უწყვეტი კადრი გადაიღო, სადაც ოცნების მეგობარი კრიმინალი ე.წ. "პუშკინა" იგივე გიორგი მჭედლიშვილი ჩანს, რომელიც მის ზონდერ დაჯგუფებასთან ერთად ნაცემი დეპუტატისთვის მანქანის შეჯახებას განზრახ ცდილობს. 

გადაღებული კადრების  ძებნა პოლიციამ გუშინ დაზარალებული დეპუტატის სახლიდან დაიწყო, ჩხრეკა ჩაატარეს ირაკლი ეძგვერაძის მეზობლების სახლებშიც. გომელაურის უწყების თანამშრომლები "ტვ პირველის" არცერთ კითხვას არ პასუხობენ და ამბობენ, რომ ყველაფერი გამოძიების ინტერესები და საიდუმლოებაა.

მეზობლების თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, რომელი აივნიდან იყო ვიდეო გადაღებული ან ვინ მიაწოდა მედიას ეს კადრები, რის გამოც მოქალაქეები კარდაკარ გამოჰკითხეს.

ვიდეო ვინ გადაიღო, რომელიც "ტვ პირველმა" გააშუქა ნოდარ მელაძის შოუში ეს შეეკითხეს ყველა მეზობელს. პირველივე სართულიდან მოდიან, მოჰყვნენ და მერე ზემოთ ავიდნენ", - ამბობს ადგილობრივი.

"შაბათის ეთერის" გუნდმა მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც გლდანში ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილ სისხლიან ანგარიშსწორებას ასახავს. კადრები ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და მასში ჩანს, რომ ავტოფარეხში, სადაც საკრებულოს წევრს სავარჯიშო დარბაზი აქვს მოწყობილი, დეპუტატ ეძგვერაძესა და მის მეგობრებს, ოცზე  მეტი თავდამსხმელი ფიზიკურად უსწორდება, რამდენიმე წუთში ავტოფარეხიდან პროცესები ეზოში ინაცვლებს, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ბანდა, ცივი იარაღით ხელში, გადარჩენის მიზნით, ტერიტორიას გარიდებულ პირებს მისდევს.

თავდასხმის პოლიტიკური მოტივი, ვიდეოჩანაწერიდანვე დგინდება, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა და მისი დაჯგუფება, ხმამაღლა ყვირის, რომ ირაკლი ეძგვერაძეს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

მსგავსი სიახლეები