გომელაურის უწყება ხალხს აშინებს, რომ თავდასხმის კადრები ტელევიზიას არ მიაწოდონ - ირაკლი ეძგვერაძე
თავდასხმა პოლიტიკური მოტივით - ენმ"-ს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ გომელაურის უწყება ხალხის დაშინებას ცდილობს.
საკრებულოს წევრის თქმით, პოლიცია პრევენციას ცდილობს, რომ ვინმემ კიდევ არ გაბედოს და ტელევიზიას არ მიაწოდოს გლდანში მომხდარი დაპირისპირების ახალი მასალა.
ირაკლი ეძგვერაძის განცხადებით, იმის მაგივრად, რომ გამოძიებამ ადამიანების იდენტიფიცირება მოახდინოს კორპუსში მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
იმის მაგივრად, რომ გამოძიება თავდამსხმელების იდენტიფიცირებას ახდენდეს, ჩვენს კორპუსში მოვიდნენ და ხალხს აშინებენ. ეს არის პრევენცია ეს, რომ ვინმემ კიდევ არ გაბედოს და ტელევიზიას არ მიაწოდოს რამე ახალი მასალა, რაც შეიძლება კიდევ ვინმეს ჰქონდეს გადაღებული", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე.
შეგახსენებთ, რომ კრიმინალური პოლიცია "შაბათის ეთერში" გასული იმ სკანდალური ვიდეოკადრების გადამღებს და გამავრცელებელს ეძებეს, რომელშიც ე.წ. "პუშკინა" იგივე გიორგი მჭედლიშვილი ჩანს, სადაც მის ზონდერ დაჯგუფებასთან ერთად ნაცემი დეპუტატისთვის მანქანის შეჯახებას განზრახ ცდილობს. ჩხრეკა გლდანში ერთდროულად რამდენიმე ბინაში ჩატარდა.