კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარდგინება დაუსაბუთებელია - პრეზიდენტის წარმომადგენელი

04.10.23 11:45
კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარდგინება დაუსაბუთებელია - პრეზიდენტის წარმომადგენელი

სასამართლოს არა აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარდგინება სრულიად დაუსაბუთებელია.

სასამართლოს არა აქვს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რომ პრეზიდენტის მიმართ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი დაადასტუროს, რამეთუ არ არსებობს ასეთი მოცემულობა, არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი. თავად კონსტიტუციური წარდგინების ავტორების წარდგინება არის სრულიად დაუსაბუთებელი. არ არის მოყვანილი არანაირი დამადასტურებელი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დარღვევა იყო. უბრალოდ, ზედაპირულად არის აღნიშნული და არის სიტყვათა თამაში. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო ნამდვილად დგამს იმ საჭიროების წინაშე, რომ ნორმათა ნორმატიული შინაარსის განმარტება გააკეთოს.

ყოველ ფაქტობრივ გარემოებას აქვს თავისი შინაარსი და ასეთი ცალსახად მიჩნევა, რომ ყოველი საგარეო ურთიერთობა შეიძლება საჭიროებდეს მთავრობის მხრიდან თანხმობას, ეს არის უსაფუძვლო". - ამბობს  კოპალეიშვილი.

მსგავსი სიახლეები