პრეზიდენტის იმპიჩმენტი - "ლელო" სასამართლოს საკუთარ პოზიციას გააცნობს
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დღევანდელ სასამართლო განხილვაში მონაწილეობას ელოდება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, რომელიც ამ პროცესს მეორე დღეა ესწრება.
სიორიძის თქმით, "ლელომ" მიმართა მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციოს და წერილში, რომელიც მათ მოამზადეს საუბარია, თუ რატომ არ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.
როგორც სიორიძე ამბობს, ამ წერილში მოყვანილია სამართლებრივი არგუმენტები.
პირველ დღეს დავყოფდი ორ ნაწილად - შესვენებამდე, რომელიც იყო მონოტონურ სტილში და შესვენების შემდეგ, სადაც უფრო ცოცხალი დისკუსია მიმდინარეობდა. მე დღევანდელი დღისგანაც მაქვს ის მოლოდინი, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გარკვეული გადაცდომები პროცესის დინამიკაში. მე დღესაც ვიტოვებ იმედს იმისას, რომ ჩვენი, "ლელოს" მიერ წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, რომელიც არის კვალიფიციური სამართლებრივი დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის უპერსპექტივო პრეზიდენტის იმპიჩმენტი. მე მექნება შესაძლებლობა, რომ სასამართლოს ზეპირად მოვახსენო ჩვენი არგუმენტების შესახებ და იმედს ვიტოვებ, რომ ისინი იქნება გათვალისწინებული". - ამბობს სიორიძე.