რად მინდა მისი ნახვა? - კობახიძე ზურაბიშვილზე
რად მინდა მისი ნახვა? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მისამართით განუცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის არჩასვლა საკონსტიტუციო სასამართლოში, უპატივცემულობაა კონსტიტუციური ორგანოს მიმართ.
„რად მინდა მისი (პრეზიდენტის) ნახვა? საუბარი რაზეა, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი ჩამოსვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ, ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციის მიმართ ავლენს“,-განაცხადა კობახიძემ.