კრემლი იმ ქვეყნების რიცხვის გაზრდას აანონსებს, ვინც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს - "ოცნება" დუმს

04.10.23 12:38
კრემლი იმ ქვეყნების რიცხვის გაზრდას აანონსებს, ვინც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს - "ოცნება" დუმს

კრემლი მოქმედებაზე გადადის, "ქართული ოცნება" დუმს. ეს მაშინ, როცა მოსკოვი იმ ქვეყნების რიცხვის გაზრდას აანონსებს ვინც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებს. ეს პირობა სერგეი ლავროვმა სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს მისცა, თუმცა. 

რუს დიპლომატს არ დაუკონკრეტებია სეპარატისტული რეჟიმებს მხარდაჭერად რომელი ქვეყნების დათანხმებას ცდილობს. სავარაუდოდ, ამ საკითხზე სასაუბროდ დღეს მოსკოვში ასლან ბჟანია დაიბარეს. ე.წ. პრეზიდენტი პუტინს შეხვდება.

ოპოზიცია რეაგირებას ითხოვს ოცნება კი ამ პროცესებს არ იმჩნევს.

ხელისუფლების ოპონენტები  ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მაქსიმალურად სწრაფად მიაწოდოს ინფორმაცია საერთაშორისო პარტნიორებს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.

"ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსწრაფესი რეაგირებისკენ მოუწოდებს. 

ლავროვი აკეთებს პირდაპირ განცხადებას, რომ ახალი ქვეყნები შეუერთდება ე.წ. აღიარებას აფხაზეთის და ცხინვალის. აქედან გამომიდინარე, ეს არის პირველი მინიშნება იმასთან დაკავშირებით თუ რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ ჩვენ და მეორე საკითხი ეს არის ზეწოლა ქართულ სახელმწიფოზე, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ძალიან სწრაფ რეჟიმში აწარმოოს მუშაობა იმ თვალსაზრისით, თუ რომელი ქვეყნები შეიძლება ეს იყოს, რომ მათთან უკვე დაწყებული იყოს მოქმედებები ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან, მეორე აუცილებლად ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს უნდა ეცნობოს ის თუ რუსეთი როგორ არიოს გააქტიურებული ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ბელორუსს აქ უკვე ნათლად ჩანს, თვითონ პრეზიდენტიც კი ჩავიდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამიტომ აქ საფრთხე უკვე მაღალია, თან დეკლარირებული საფრთხეა, რაც შეეხება აზიის ქვეყნებთან ეგ მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ამ კუთხით", - ამბობს "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე, პაატა დავითაია.

მსგავსი სიახლეები