რატომ ანგრევენ ვაზიანის აეროდრომს - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი

04.10.23 12:54
რატომ ანგრევენ ვაზიანის აეროდრომს - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი

რატომ ანგრევენ ვაზიანის აეროდრომს და რატომ უკარგავენ ფუნქციას ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიული ობიექტს. ამ თემაზე სასაუბროდ თავდაცვის მინისტრი პარლამენტშია, ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ დაიბარა. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ იქ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება ოცნებამ სწორედ რუსეთის გამო მიიღო, რადგან სამხედრო ბაზა და იქ ჩატარებულ ნატოს წვრთნებზე გაღიზიანება პუტინის რეჟიმს არაერთხელ გამოუთქვამს.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, პოზიცია იმის შესახებ, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს, რადგან ამისთვის პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.

ვისაუბრეთ ვაზიანის აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აქ რადიკალური პოზიცია, რომ არ შეიძლება აეროპორტის აშენება, არ არსებობს. თავდაცვის წევრებმა მოისმინეს თავდაცვის ძალების პოზიცია. პირიქით, შეიძლება იყოს პერსპექტიული და უკეთესი მდგომარეობა და მდებარეობა. ასე რომ, დაველოდოთ შეფასებას. იმ ექსპერტებში, რომელსაც სახელმწიფო დაიქირავებს, იქნებიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომლებიც შეაფასებენ სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობას და მას შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მაგრამ ის, რომ დღეს არსებობდეს, რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს", - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ექსპერტების დაქირავება იქნება ეკონომიკის სამინისტროს უფლებამოსილება, მე როგორც ვიცი, 2024 წელს იქნება დაქირავებული, შეფასდება სამხედრო, გარემოზე შემოქმედების, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით თუ რა ბენეფიტი შეიძლება მოუტანოს ამან ქალაქი.

მსგავსი სიახლეები