დაპირისპირება კობახიძე-კოპალეიშვილს შორის - მოსამართლე "ოცნების" თავმჯდომარეს იცავს

04.10.23 13:07
დაპირისპირება კობახიძე-კოპალეიშვილს შორის - მოსამართლე "ოცნების" თავმჯდომარეს იცავს

"შეიძლება მთავრობამ ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ისედაც არის საბოტაჟის რეჟიმში და მოდით ნუ დავძაბავთ..." - საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძის ამ სიტყვებს დაპირისპირება მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც "ოცნების" თავმჯდომარემ პრეზიდენტის მისამართით სიტყვა საბოტაჟი გამოიყენა, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომ მომხსენებელმა მთავარსარდალი ასეთი სიტყვებით არ უნდა მოიხსენიოს.

როდესაც ხდება პრეზიდენტის ასეთი სიტყვებით მოხსენიება, რომ ეწევა საბოტაჟს, არ მოვიდა და ა.შ. თან რამდენჯერმე ახსენა ეს ფაქტი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ეს არ უნდა დაუშვათ ამ დარბაზში ამის ხსენება და თქვენ რადგანაც არ შეაჩერეთ პარლამენტის წარმომადგენელი ასეთ სიტყვებთან მიმართებით, მე როგორც პრეზიდენტის წარმომადგენელი სრული უფლებით ვსარგებლობ, რომ დავაყენო შუამდგომლობა, მოიხსნას ასეთი პასუხები. ამას სჭირდება ფაქტები". - განაცხადა კოპალეიშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენელს კობახიძემ უპასუხა და უთხრა, რომ მისი განცხადებები არც პროფესორს და არც ყოფილი მოსამართლეს შეეფერება.

თქვენს გუშინდელ სიტყვებს არ გავიხსენებ ქალბატონო მაია, რომელიც არც პროფესორს შეესაბამებოდა და არც ყოფილი მოსამართლის. თუ არ გესმით არ ვიცი, აქ იმაზეც არ იყო საუბარი, რომ პრეზიდენტი საბოტაჟს ეწევა, თუ ვერ გაიგეთ, ეს თქვენი პრობლემაა.- უთხრა კობახიძემ კოპალეიშვილს. 

კობახიძეს პროცესზე მოსამართლე ევა გოცირიძე გადაეფარა და "ოცნების" თავმჯდომარის დაცვა სცადა.

ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰიპოთეტურად საუბრობს - თქვა გოცირიძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები