ცვლილებები "მანიფესტაციების შესახებ" კანონში - სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

04.10.23 13:45
ცვლილებები "მანიფესტაციების შესახებ" კანონში - სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

პარლამენტში "შეკრების და მანიფესტაციის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა ხმაურით მიმდინარეობს. საქმე ეხება ინიციატივას, რომელიც აქციებზე კარვების გაშლას და ხმის გამაძლიერებელ საშუალებების მიტანას კრძალავს.

პარლამენტის თავმჯდომარე წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციამ პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლება მორიგ რუსულ დავალებას ასრულებს. შალვა პაპუაშვილმა ოპონენტებს უთხრა, რომ ზვიად გამსახურიდასი სახელობის დარბაზში მათ უფლებას არ მისცემს, "ოცნების" გადადგმულ რაიმე ნაბიჯს რუსული უწოდონ. მაშინ ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" შეახსენა, როგორ დასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში სერგეი გავრილოვი. 

ჩვენ რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ვიხილეთ მარტში, ეს იყო ტიპიური კგბ-ს წიგნებიდან ამოკითხული ტაქტიკები პროპაგანდისა, იმისა, რომ თეთრს დაერქვას შავი, ქართულს დაერქვას რუსული და ამით იმ პროპაგანდისტული საინფორმაციო შტურმით, რომელიც მაშნ მოხდა, მომხდარიყო დისკრედიტაცია სადისკუსიო თემისა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება იმასტან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ეს სხვა არაფერია თუ არა კგბ-ს სახელმძღვანელოდან ამოკითხული პროპაგანდისტული ინსტრუმენტები და ამის უფლებას ამ დარაბზში არავის მოგცემთ. ზვიად გამსახურდიას სახელობის იმის თქმას, რომ საქართველოს პარლამენტი იღებს რუსულ კანონებს, ამის თქმის უფლებას არ მოგცემთ, - თქვა პაპუაშვილმა. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას, რომელსაც პროტესტი ყველაზე ემეტად ეშინია, ამ კანონით ხალხის შეშინებას და პროტეტსი ჩახშობას ცდილობს.

შიში ოხერია, ბატონო, გივი, ხომ? თუ საქართელოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობოს გარა თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება, - უთხრა ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ გივი მიქანაძეს.

 

მსგავსი სიახლეები