ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება? - კობახიძე პრეზიდენტზე
"ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს აინტერესებს, თუ გადადგება პრეზიდენტი თანამდებობებიდან, თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს.
კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელიც კი არ არის სტატუსის მიღებასთან და სწორედ ამიტომ არ უნდა ევლო კონსტიტუციის დარღვევით ევროპაში შეხვედრებზე.
"გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არც უნდა იაროს. ვინც არის პასუხისმგებელი, ან იმან უნდა იაროს, ან მინიმუმ მისი თანხმობით უნდა იაროს სხვამ, ამას ამბობს კონსტიტუცია". - განაცხადა კობახიძემ