წყარო პირველებს: "ოცნებას" პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 103 ხმა მობილიზებული აქვს
წყარო "პირველებს" უყვება, რომ "ქართულ ოცნებას" საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 103 დეპუტატის ხმა მობილიზებული აქვს.
"ოცნების" შიდა წრეებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მმართველმა ძალამ კონსულტაციები უკვე დაასრულა.
ბუნებრივია, კობახიძის გუნდი ინფორმაციას საჯაროდ არ ავრცელებს, რადგან კომფიდენტის თქმით, შესაძლოა, ვითარება ბოლო წამს შეიცვალოს.
იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის ვიზიტებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, მაშინ "ქართული ოცნება" შეძლებს, რომ იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე გაიტანოს.
"პირველების" წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" გეგმაა, პრეზიდენტად ივანიშვილის მორჩილი პირი დანიშნონ.