ევა გოცირიძე უშვებს, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა

04.10.23 13:47
ევა გოცირიძე უშვებს, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე უშვებს, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, რომ კონსტიტუციას არღვევდა.

გოცირიძე კითხულობს, ეს ფაქტი ხომ არ ამსუბუქებს პრეზიდენტის მხრიდან საგარეო ვიზიტების დარღვევის ფაქტს.

როგორც გუშინ დამრჩა მე შთაბეჭდილება, თქვენც აღიარებთ და ადასტურებთ იმას, რომ დიახ, შიდა ვიზიტების დროსაც სჭირდება პრეზიდენტს თანხმობა მთავრობისგან, თუმცა პრაქტიკაში ეს არ ხორციელდება. ეს ფაქტი ხომ არ ამსუბუქებს პრეზიდენტის მხრიდან ამ საგარეო ვიზიტების დარღვევის ფაქტს და შეიძლებოდა თუ არა ადვილად შეშლოდა და ჩაეთვალა, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება არ არის? - ჰკითხა ევა გოცირიძემ კობახიძეს. 

 

მსგავსი სიახლეები