არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი - კობახიძე ჩუგოშვილს დაუპირისპირდა

04.10.23 14:10
არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი - კობახიძე ჩუგოშვილს დაუპირისპირდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე კონსტიტუციის თანაავტორს, რომელიც კობახიძის მოადგილის პოსტს წლების განმავლობაში იკავებდა, სასამართლო დარბაზში დაუპირისპირდა:

პოლიტიკოსი რომ იყო კიდევ გეპატიება ასეთი რამე, მაგრამ არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი", - მიმართა "ოცნების" ლიდერმა ჩუგოშვილს.

კობახიძის გაღიზიანება პრეზიდენტის წარმომადგენლის შენიშვნამ გამოიწვია, რომელმაც "ოცნების" თავმჯდომარის გამოსვლას სატელევიზიო ლექცია უწოდა.

ჩვენც მოგვეცემა საშუალება, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიდემაგოგოთ, მაგრამ ეს საქმესთან დაკავშირებული, არადაკავშირებული ლექცია სატელევიზიო მესიჯები". -მიმართა ჩუგოშვილმა სასამართლოს.

ირაკლი კობახიძემ ყოფილ კოლეგას ახსნა- განმარტება დარბაზშივე მოსთხოვა და მიმართა, დაესახელებინა ერთი წინადადება მაინც, სადაც სატელევიზიო მესიჯები ან ლექცია იყო. 

მთელი თქვენი საუბარი სატელევიზიო ლექციაა - იყო რეპლიკა თამარ ჩუგოშვილის მხრიდან.

პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადების შემდეგ კი კობახიძემ ჩოგოშვილს წარსული საქმიანობა წამოაძახა:

საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავით და ერთ ლექციას არ დასწრებიხართ. სირცხვილია მართლა. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი". - უთხრა კობახიძემ.

თამარ ჩუგოშვილმა კობახიძის მისამართით თქვა, რომ კობახიძის საქციელი "ღირსების ამბავია". 

 

 

 

მსგავსი სიახლეები