თუ მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, წინააღმდეგობა იქნება - წითლიძე "ოცნებას"
თუ მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობოს გარდა თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება, - ამ სიტყვებით მიმართა ანი წითლიძემ "ოცნების" წევრს პარლამენტის სხდომაზე, სადაც მანიფესტაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
ოპოზიციის წევრმა გივი მიქანაძეს პირდაპირ უთხრა, რომ ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ეშინია.
შიში ოხერია, ბატონო, გივი, ხომ? თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობოს გარდა თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება, - უთხრა ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ გივი მიქანაძეს.