პრეზიდენტი შეიძლება იყოს "რობინ ჰუდი" - კობახიძე

04.10.23 14:17
პრეზიდენტი შეიძლება იყოს "რობინ ჰუდი" - კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სასამართლო პროცესზე სალომე ზურაბიშვილი "რობინ ჰუდს" შეადარა და თქვა, რომ შეიძლება სალომე ზურაბიშვილს კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდეს, მაგრამ ახლა სასამართლო ამას არ იხილავს.

კობახიძის თქმით, სასამართლო მსჯელობს იმაზე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს თუ არა პრეზიდენტის ქმედება.

რაც შეეხება ქმედების მოტივს, ანალოგი რომ მოვიყვანოთ დანაშაულთან დაკავშირებით - პრეზიდენტი შეიძლება იყოს რობინ ჰუდი, ართმევდეს მდიდარს და აძლევდეს ღარიბს, შეიძლება კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს მას, მაგრამ ამაზე ხომ არ მსჯელობს საკონსტიტუციო სასამართლო. სასამართლო მსჯელობს იმაზე, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს თუ არა პრეზიდენტის ქმედება". - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები