ბატონო გივი, ვისი გეშინიათ? - მეგრელიშვილი "ოცნების" ლიდერს
რისი გეშინიათ? - „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მწვავე კითხვების ფონზე გრძელდება.
"გირჩი" ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი "ქართულ ოცნებას" პირდაპირ ეუბნება, რომ "საკუთარი თავის და საქციელების უნდა ეშინოდეს".
დეპუტატის, თქმით, "ოცნების" მიერ მომზადებული კანონპროექტი სასაცილოა.
რევოლუციურ სიტუაციას ვერავინ ქმნის, გარდა თქვენი შეცდომებისა თუ არასწორი ნაბიჯებისა. რომ გაიშიფრა კანონპროექტი, სასაცილოა, არავინ სერიოზულ კითხვას არ გისვამთ თუ დააკვირდით ამდენი ხნის განმავლობაში. მაგალითად, პირდაპირ რომ დავწეროთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ შეიძლება მიტინგი ჩაატაროსო, ასეთი კანონი რომ დავწეროთ შეიძლება? ვისი გეშინიათ? თქვენ რომ შეწყვიტოთ იმ რაღაცების კეთება, რასაც აკეთებდით, რომელიც ქვეყანაში რევოლუციურ სიტუაციას ქმნის, თქვენი შიშის პირდაპირი მიზეზი რომ მიუთითოთ, რომ ამის და ამის გამო მიტინგის ჩატარება არ შეიძლება, ხომ სჯობს ამ კანონს ბატონო გივი?",- ამბობს „გირჩის“ დეპუტატი, ვახტანგ მეგრელიშვილი.