ზურაბიშვილთან ერთად რომ ვიბრძოდი, კობახიძე ჭუჭრუტანიდან საკუთარ თავს ემალებოდა - ბესელია
კობახიძეს საკუთარი აჩრდილის ეშინია - "ოცნების" ყოფილი ლიდერი ეკა ბესელია მმართველი პარტიის ბოსს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ როდესაც ის სალომე ზურაბიშვილთან ერთად ქუჩაში იდგა და იბრძოდა, მაშინ ირაკლი კობახიძე "ჭუჭრუტანიდან საკუთარ თავს ემალებოდა".
ბესელიას განცხადებით, მმართველი პარტიის ლიდერი შიშებით იმდენად არის შეპყრობილი, რომ სასამართლო დარბაზშიც კი დაცვით დადის.
არაფერი აღარ უნდა გაგვიკვირდეს. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ყველა დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი, გაუგონარი, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებები, შეიძლება წარმოთქვას ამ ჯგუფმა, კობახიძის გუნდს ვგულისხმობ, რომელმაც ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, წარმოუდგენელი, ძალიან სახიფათო ქმედებებით. ის, რაც პრეზიდენტის მიმართ ახლა სჩადიან, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სხვათა შორის, დღევანდელ მის გამოსვლაში აღიარა და არ ეყო იმდენი ჭკუა, რომ არ დაეფარა, ვერ დაემალა, თქვა რომ აქამდე თვალს ვხუჭავდით, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნდა, რომ ნებართვები არ იყო, მაგრამ მაინც ახორციელებდა საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობას მაგრამ ახლა ჩავთვალეთ ეს პოლიტიკურ მიზანშეწონილობად. აი ახლა რა დრო არის? ახლა ხომ ის დროა, როდესაც ჩვენ ევროკავშირის სტატუსის საკითხზე ველოდებით შეფასებებს და ახლა რომ ეს დროს შეარჩია და ზუსტად პოლიტიკური მიზანშეწონილობით, ეს დღეს აღიარა. მე ამ ყმაწვილებს, რომლებსაც საკუთარი აჩრდილის ეშინია და სასამართლოშიც რომ დაცვის დადის და სტუდენტებთან რომ კობახიძე დაცვით დადის, პრეზიდენტი მისგან განსხვავებით ქუჩაში დადის ფეხით და გადაადგილდება თავისუფლად. სალომე ზურაბიშვილთან ერთად გარეთ რომ ვიდექი და ვიბრძოდი წლების განმავლობაში, კობახიძე ჭუჭრუტანიდან საკუთარ თავს ემალებოდა. საკუთარი ლანდის რომ ეშინია, სალომე ზურაბიშვილი ან სხვა როგორ უნდა შეაშინოს.". - განაცხადა "პირველებთან" ეკა ბესელიამ.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას ადრეც არღვევა, თუმცა თვალს ხუჭავდნენ, რადგან ელოდებოდნენ ამას სისტემატური სახე როდის მიეცემოდა.