ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო, თუ იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა? - მოსამართლე კობახიძეს

04.10.23 15:25
ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო, თუ იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა? - მოსამართლე კობახიძეს

ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო, თუ იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა? - ამ კითხვით მიმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა ირაკლი კობახიძეს სასამართლო სხდომაზე, რაზეც "ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩიხში უკვე დიდი ხანია შესულები ვართ.

ჩიხში უკვე დიდი ხანია შესული ვართ. 2021 წლიდან ვართ შესულები. ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ამიტომ, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი". - განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები