რუსეთის სასამართლომ პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი დაუსწრებლად გაასამართლა და პატიმრობა მიუსაჯა
რუსეთის სასამართლომ პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი დაუსწრებლად გაასამართლა და 8,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლო მას რუსული არმიის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ მარინა ოვსიანიკოვა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როდესაც მან პირველი არხის ეთერში უკრაინის მხარდამჭერი პლაკატით გამოჩნდა .ამ ფაქტის შემდეგ მან დატოვა ქვეყანა და გერმანიაში განაგრძნობდა მუშაობას. მოგვიანებით ის დაბრუნდა რუსეთში და მონაწილეობას იღებდა ანტისაომარ მოქმედებებში.
2022 წლის აგვისტოში მარინა ოვსიანიკოვა შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით ის ახლა თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს.