არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს - გიორგი ვაშაძე

04.10.23 16:58
არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი გადადგეს - გიორგი ვაშაძე

"თუ იმპიჩმენტი გამოუვა ივანიშვილს და ახალ პრეზიდენტს აირჩევს 5 წელი გარანტირებული შემწყალებელი ჰყავს" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა "პირველებთან" საუბარში განაცხადა.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა იცის, რომ მომავალ არჩევნებს აგებს და გარანტიები სჭირდება. ოპოზიციონერი არც იმას გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს.

თუ იმპიჩმენტი გამოუვა ივანიშვილს და ახალ პრეზიდენტს აირჩევს 5 წელი გარანტირებული შემწყალებელი ჰყავს როგორც მინიმუმ იმიტომ, რომ იცის მომავალ არჩევნებს აგებს და სჭირდება რაღაც გარანტია ხომ. ის ფიქრობს, რომ მე წავაგებ მომავალ არჩევნებს, ბევრი დანაშაული მაქვს ჩადენილი, თუ მე შევძლებ, ხვალ, ზეგ მყავდეს პრეზიდენტი, რომელიც ჩემი კონტროლქვეშ არის ვიქნები უფრო უსაფრთხოდ. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ გადადგეს, საერთოდ არ გამოვრიცხავ, რატომ? - იმიტომ, რომ ხმოსნები აირჩევენ ახალ პრეზიდენტს, ესეც იქნება ივანიშვილის პრეზიდენტი, რომელიც მას მისცემს პერსონალურ გარანტიას, რომ შეწყალებაზე ხელის მომწერი ჰყავდეს პრეზიდენტად", - ამბობს გიორგი ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები