პრეზიდენტს ასამართლებენ, საკონსტიტუციოში მისული "ოცნების" პარტაქტივი კი საყვარელ პარტიას სიმღერას უმღერის

04.10.23 15:45
პრეზიდენტს ასამართლებენ, საკონსტიტუციოში მისული "ოცნების" პარტაქტივი კი საყვარელ პარტიას სიმღერას უმღერის

 

 

 

დარბაზი, სადაც პრეზიდენტს ასამართლებენ, მეორე დღეა პრაქტიკულად "ოცნების" პარტაქტივს აქვს  ოკუპირებული. "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის მობილიზება იქ გუშინ დაიწყო და დღესაც იგივე ხდება.

მათ დარბაზში ფაქტობრივად  ყველა ადგილი დაიკავეს, ამიტომ სხდომაზე დასწრება ოპოზიციის ნაწილმა და იურისტებმა ვერ შეძლო. 

"პირველების" მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ისინი პროცესზე, სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდების და ფოტოების დათვალიერებით არიან დაკავებულნი.

მეტიც, ერთ-ერთმა აქტივისტმა "ოცნებას" სიმღერაც კი მიუძღვნა.

სიყვარული დაფრინავს, სიყვარული არ დადის, რატომ მიხმობ რა გინდა, შენთანავარ მარადის" - უმღერა "ოცნებას" აქტივისტმა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ ირაკლი კობახიძე მოეწონათ. 

ასევე ირკვევა, რომ ახალგაზრდების ნაწილი, ვინც პროცესზე მიიყვანეს, ისიც კი არ იცოდნენ, საერთოდ რა საქმეს განიხილავს პლენუმი და რა პროცესს ესწრებოდა.

არ ვიცი რა სხდომა იყო, მაგრამ მომეწონა ძაან" - განაცხადა "პირველებთან" აქტივისტმა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები