მცდელობაა, შექმნან სურათი, როგორ დასჯიან არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველას რომელსაც ევროკავშირში უნდა - ნაცვლიშვილი
"მცდელობა, შექმნან სურათი, როგორ დასჯიან არამხოლოდ პრეზიდენტს, არამედ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირში უნდა" - ასე გამოეხმაურა "ლელოს" დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესს.
ნაცვლიშვილის თქმით, თუ რომელიმე ოპოზიციონერი შეუერთდება "ოცნებას" იმპიჩმენტის პროცესში, მას ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადახდა მოუწევს. გარდა ამისა "ლელოს" დეპუტატი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ არჩევანის გაკეთების დროს, ყურადღება მიაქციონ პარტიულ სიებს, რომ შემდეგ არ ეშინოდეთ, ვისაც დაუჭერენ მხარს.
მე მიმაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც თავს მიიჩნევს ოპოზიციის წარმომადგენლად, ევროპული გზის მხარეს, ამ იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ შეუერთდება "ოცნებას" საქართველოს ევროპული გზის იმპიჩმენტში, ის ძალიან მძიმე პოლიტიკურ ფასს გადაიხდის ამისთვის. თავისთავად ის ფაქტი, რომ ეჭვები ჩნდება, ოპოზიციამ შესაძლოა, "ოცნებას" ხმები შეუვსოს, ძალიან მნიშვნელოვან რამეს უნდა ეუბნებოდეს ამომრჩეველს. არჩევანის გაკეთების დროს, ჩემი თხოვნა და რჩევა იქნება მოსახლეობის მიმართ, მიაქციეთ ყურადღება პარტიულ სიებს, რომ შემდეგ არ გეშინოდეთ, ვისაც დაუჭერთ მხარს, იმ პარტიის სიაში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უცებ ხელისუფლებას შეუვსებენ საჭირო ხმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს,"- ამბობს ანა ნაცვლიშვილმა.