კობახიძისა და მოსამართლის სიცილი პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოსვლისას - კადრები სასამართლოდან

04.10.23 16:10
კობახიძისა და მოსამართლის სიცილი პრეზიდენტის წარმომადგენლის გამოსვლისას - კადრები სასამართლოდან

 

"სასაცილო არ არის ბატონო ირაკლი" - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძისა სიცილს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში.

თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრობდა, როდესაც "ოცნების" თავმჯდომარემ თავი ვერ შეიკავა და მის ყოფილი კოლეგის განცხადებას სიცილით შეხვდა.

ვენეციის კომისია დასკვნაში ამბობს, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში 69-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად და ვენეციის კომისია განმარტავს აღნიშნულ დებულებას და როგორც წარმომადგენლობის უფლებამოსილების განხორციელებას პრეზიდენტის და მის სიმბოლურ ხასიათს". - განაცხადა ჩუგოშვილმა და იმის ახსნას ცდილობდა, თუ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რა დროსაც "ოცნების" თავმჯდომარემ მას სიტყვა გააწყვეტინა.

კობახიძის სიცილს სიცილითვე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძემაც.

მსგავსი სიახლეები