მაინტერესებს, გეგმავთ მოითხოვოთ USAID-ის ქვეყნიდან გაძევება, რომ რეაგირება მისცეთ სუს-ის რაღაც მოკვლევას? - სამადაშვილი "ოცნებას"

04.10.23 16:30
მაინტერესებს, გეგმავთ მოითხოვოთ USAID-ის ქვეყნიდან გაძევება, რომ რეაგირება მისცეთ სუს-ის რაღაც მოკვლევას? - სამადაშვილი "ოცნებას"

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვა მწვავე კითხვების ფონზე გრძელდება.

"ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერი სიტყვით გამოსვლისას ხელისუფლების მიერ USAID-ის წინააღმდეგ დაწყებულ ორკესტრირებული კამპანიას გამოეხმაურა და თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის ქვეყნიდან გაძევებით, ხელისუფლებას სუს-ის მიერ დაკითხვების პროცესისთვის რეაგირება სურს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინოდ დაადანაშაულა აშშ-ს მთავრობა, საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომ ხელს უწყობს სახელმწიფო გადატრიალების, ფაქტობრივად, მომზადებას და დაკითხა მათი პროგრამით ჩამოსული სერბი მოქალაქეები სუს-მა.  მაინტერესებს, თქვენ გეგმავთ მაგალითად, რომ მოითხოვოთ USAID-ის ქვეყნიდან გაძევება იმისთვის, რომ რეაგირება მისცეთ ადეკვატური, სუს-ის მიერ დაწყებულ რაღაც მოკვლევას, თუ დაკითხვების პროცესს? -ამბობს სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების ავტორებს მიმართა და დაინტერესდა, თუ გადაუგზავნა ოცნებამ აღნიშნული დოკუმენტი ვენეციის კომისიას. 

მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული დოკუმენტი  ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტია.

 

მსგავსი სიახლეები