სტატუსის არმიღების შემთხვევაში მთავრობა გადადგება? - რა იკითხება კობახიძის განცხადებაში

04.10.23 16:35
სტატუსის არმიღების შემთხვევაში მთავრობა გადადგება? - რა იკითხება კობახიძის განცხადებაში

"შარშან რომ სტატუსზე უარი გვითხრეს, ვითავხედეთ რომ არ გადავდექით, მაგრამ დეკემბერშიც თუ უარი იქნება, უეჭველი გადავდგებითო" - ასე ეხმაურება "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც კითხვა დასვა საკონსტიტუციო სასამართლოში - გადადგება თუ არა თანამდებობიდან სალომე ზურაბიშვილი, თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღეთ? 

კობახიძემ იქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი არ გადადგება, რადგან პასუხისმგებელი ის არ არის.

"ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე პასუხისმგებელია მთავრობა. ანუ კობახიძის განცხადებით გამოდის, რომ მთავრობა გადადგება თუ ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს.

"გადადგება თანამდებობიდან თუ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი?! ხომ იარა კონსტიტუციის დარღვევით, რომ ვერ მივიღოთ სტატუსი გადადგება?! რა თქმა უნდა, არ გადადგება, რატომ, იმიტომ რომ პასუხისმგებელიც არ არის და თუ პასუხისმგებელი არ არის არც უნდა იაროს". - განაცხადა კობახიძემ.

 

მსგავსი სიახლეები