მოგმართავთ, დაჩქარებული წესით განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით - უსუფაშვილი

04.10.23 16:46
მოგმართავთ, დაჩქარებული წესით განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით - უსუფაშვილი

მოგმართავთ, ამ პროექტის პარალელურად, დაჩქარებული წესით განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით - ასე მიმართა პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

უსუფაშვილმა მმართველ გუნდს მიუთითა, რომ  სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას კი არ უნდა სთხოვდეს არამედ იდენტიფიცირებული პირების განეიტრალებით და დაკავებით იყოს დაკავებული.

„მეგობრებო, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ აქ? შესაბამის ორგანოს აქვს დადასტურებულად მოპოვებული ინფორმაცია, იცის კონკრეტული ადამიანები, იცის მათი გეგმები, იცის, რომ ისინი სადღაც რაღაცების აფეთქებას აპირებენ და ახლა სანამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, შესაძლოა, იმ პირებს ეს ყველაფერი უკვე შემოტანილი აქვთ და სადმე კარავშია დასაწყობებული, იმიტომ, რომ ჯერ არ არის კარავი აკრძალული და ჩვენ აქ მშვიდად ვიხილავთ ამ საქმეს? აი, ეს სურათი დახატეთ ბატონო გივი, თქვენ და ამ კანონპროექტის ავტორებმა. გსურთ, რომ ამ საკითხის სერიოზულ განხილვაში შემოვიდეთ და ეს ვერ დავინახოთ. თუ ეს ასეა, სუს-ი პარლამენტს კანონის შეცვლას უნდა სთხოვდეს, თუ იმ პირების დაკავებით, განეიტრალებით იყოს დაკავებული, რომლებიც იდენტიფიცირებული ჰყავს და რომლებზეც იცის, ვინ რას აკეთებენ? ამაზე ვილაპარაკოთ. მე პირადად, გავივლი კონსულტაციას და მოგმართავთ პარლამენტს, ამ პროექტის პარალელურად, დაჩქარებული წესით, განვიხილოთ ახალი კანონპროექტი ცრუ ჩვენების, ცრუ ინფორმაციის შეგნებულად გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

"ლელოს" დეპუტატს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა და უთხრა: „მე მგონი, დაგეთანხმებით მაგ პროექტის ინიცირების შემთხვევაში“.

მსგავსი სიახლეები