რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპაში - რას ამბობს ზურაბიშვილის წარმომადგენელი
რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპაში - სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროპაში გამართულ შეხვედრებზე პრეზიდენტი 12 პუნქტთან დაკავშირებით საერთოდ არ საუბრობს.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი სათქმელი მთავრობისგან დაბლოკილ შეხვედრებზე, ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაა.
ჩუგოშვილი ასევე ამბობს, რომ მსგავს შეხვედრებს ელჩი რომ ესწრებოდეს, პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების ხელში იქნებოდა ოქმები და ჩანაწერები, თუ რაზე საუბრობს ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან და ეს იქნებოდა მთავარი მტკიცებულებას საქმეში.
პრეზიდენტი ამ რანგის არცერთ მსგავს, თუ სხვა რანგის შეხვედრებზე არასდროს არ საუბრობს ამ 12 პუნქტთან დაკავშირებით.
ეს 12 პუნქტი თავისი არსით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ შესასრულებლადაა დადგენილი, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მეთაურებს შორის, მერწმუნეთ, ასეთი დეტალების განხილვა არ ხდება. ეს პრაქტიკა არც არის.პრეზიდენტი ამ შეხვედრებზე არანაირად არ შედის იმის გარჩევაში რა რეფორმა შესრულდა, არ შესრულდა, ფორმალურად შესრულდა, თუ როგორ... საქართველო, სწორედ, გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, აუცილებლად იმსახურებს, მას ეკუთვნის და გარდაუვალად აუცილებელია, რომ მიიღოს ეს სტატუსი - სწორედ ესაა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია - ესაა, რასაც ის აფიქსირებს. მას რომც დაუსვან კითხვა: - როგორ მიდის რომელიმე რეფორმა? არცერთ შემთხვევაში.. ჩვენ რომ გვქონდეს სასაუბროები, იქ რომ ყოფილიყო ელჩი, რომელიც დაესწრებოდა [შეხვედრას] და მოგვაწვდიდა ჩანაწერის ოქმს, ამის მტკიცებულებაც გვექნებოდა, მაგრამ ვინაიდან ელჩი არ ესწრებოდა შეხვედრას, მთავრობისა და არა პრეზიდენტის გადაწყვეტილებებით, შესაბამისად, ჩვენ ასეთი ოქმი ხელში არ გვიჭირავს". - ამბობს ჩუგოშვილი.