ბატონო ოხანაშვილო, თქვენ ისედაც ვერაფერს გაიგებთ, კობახიძე დაამშვიდეთ - დაპირისპირება სასამართლოში

04.10.23 17:24
ბატონო ოხანაშვილო, თქვენ ისედაც ვერაფერს გაიგებთ, კობახიძე დაამშვიდეთ - დაპირისპირება სასამართლოში

პრეზიდენტის საქმის განხილვა დაპირისპირების და ხმაურის ფონზე გრძელდება. ერთმანეთს ისევ თამარ ჩუგოშვილი და ირაკლი კობახიძე დაუპირისპირდნენ. ჩხუბის მიზეზი ამჯერად პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადება გახდა, რომელმაც ზურაბიშვილის ვიზიტების დაბლოკვა სირცხვილად  და უხერხულობად შეაფასა

გერმანიის პრეზიდენტისთვის არათუ ცნობილი იყო, რომ თანხმობა არ ჰქონდა მთავრობისა, რომ თავისი მანქანა დაახვედრა, ეს არის სირცხვილი. ჩვენ ქვეყანას გვეჭრება თავი". - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამ სიტყვებმა ირაკლი კობახიძე გააღიზიანა. "უხერხულია რასაც ამბობ" - უთხრა "ოცნების" თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილს.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა კი სასამართლოს "ოცნების" კობახიძის დამშვიდება მოსთხოვა.

დაამშვიდეთ თუ შეიძლება. მე ხომ სამი საათი მშვიდად ვუსმენდი". - თქვა ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილს რეპლიკით გამოეხმაურა ანრი ოხანაშვილიც, რაზეც პრეზიდენტის წარმომადგენლისგან პასუხიც მიიღო.

თქვენ ბატონო ანრი ვერ გაიგებთ ვერაფერს, თქვენს გასაგებად არ ვლაპარაკობ". - აღნიშნა ჩუგოშვილმა.

ამ დროს დაპირისპირებაში სასამართლოს თავმჯდომარე ჩაერთო და ყველას მიკროფონების გამორთვით დაემუქრა.

]ყველას გამოგირთავთ ახლა მიკროფონს" - უთხრა მერაბ ტურავამ მომხსენებლებს.

მსგავსი სიახლეები