"ხვალ რომ პრეზიდენტი კობახიძე იყოს..." - ჩუგოშვილი განმარტებებს ითხოვს
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ხვალ რომ პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე იყოს, მასზე გავრცელდება ის დეფინიციები, რასაც სასამართლო ახლა შეიმუშავებს.
ჩუგოშვილი განმარტებებს ითხოვს და კითხულობს, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის ზარის შემთხვევაში, მთავრობის თანხმობის ნებართვის გარეშე, ზარზე პასუხი უნდა მოხდეს, თუ მთავრობას უნდა ელოდოს მთავარსარდალი, რომ ზარს უპასუხოს?
ირაკლი კობახიძე, მაგალითად თქვენ ასეთი განმარტება გინდათ? - პრეზიდენტი რომ დაგირეკავთ, დაკიდოთ ტელეფონი, მთავრობის თანხმობას დაელოდოთ და ორი კვირის მერე გადაურეკოთ? თქვენ ასე განახორციელებთ ეფექტურად მთავრობის მეთაურის საქმიანობას. პირველი კურსის სტუდენტებიც მიხვდებიან, რა სახის დემაგოგიასთან გვაქვს აქ ადგილი". - ამბობს ჩუგოშვილი.