კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი წულუკიანის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ კობა ხუბუნაია დაინიშნა - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, იგი კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებით შესრულებასაც გააგრძელებს.
კობა ხუბუნაია 2021 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. ამავე დროს, ის ასრულებდა სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობას. მისი ხელმძღვანელობით სისტემური რეფორმების საფუძველზე ხორციელდება კინოცენტრის მენეჯმენტის გაჯანსაღება და ბიუროკრატიული პროცესების გამარტივება – აღნიშნავენ სამინისტროში.