თქვენ გაქვთ ქართული გვარი, მაგრამ არაფრით განსხვავებით გავრილოვისგან - ბოკუჩავა პაპუაშვილს
"გაქვთ ქართული გვარი, მაგრამ საქმით, არაფრით განსხვავებით გავრილოვისგან" - ასე მიმართა ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს.
ბოკუჩავამ აბსურდად და ბოდვად აფასებს, სუს-ის დაფუძნებით საკანონმდებლო ინიციატივის შემოთავაზებას. მისი თქმით, "ივანიშვილს ძალიან ეშინია თქვენც სერგეი გავრილოვივით ქართველმა ხალხმა ადგილიდან არ გაგაგდოთ".
პროცესი მიმდინარეობს უკიდურესად ფორსირებულად. თუ, კონკრეტული დანაშაული მზადდება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა გამოიძიოს ეს კონკრეტული დანაშაული და უნდა აღკვეთოს. სრული აბსურდია სუს-ის ბოდვაზე დაფუძნებით საკანონმდებლო ინიციატივის შემოთავაზება. ბატონო შალვა სულ უფრო და უფრო ემსგავსებით სერგეი გავრილოვს, რომელიც თქვენი ხელდასხმით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში იყო მოკალათებული. თქვენ გაქვთ ქართული გვარი, მაგრამ თქვენი საქმით, თქვენ არაფრით განსხვავებით სერგეი გავრილოვისგან და თქვენი უშუალო უფროსის უფროსს ბიძინა ივანიშვილს ძალიან ეშინია თქვენც სერგეი გავრილოვივით ქართველმა ხალხმა ამ ადგილიდან არ გაგაგდოთ", - ამბობს ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით კარვების კანონპროექტი მიიღო. პლენარულ სხდომაზე, ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 23 კი წინააღმდეგ წავიდა. როგორც ცნობილია, კანონში ცვლილებებს 3 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 2 ოქტომბერს კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დაუჭირა მხარი.