აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე - დავითიშვილი

04.10.23 17:56
აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე - დავითიშვილი

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ჩინეთთან მეტი ავიარეისის საკითხზე. მისი თქმით, ახლო მომავალში რეგულარული ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.

დავითაშვილის მტკიცებით, ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დამატებული სტიმული იქნება ჩინეთისთვის, რათა საქართველო ტურისტული დანიშნულების ადგილად განიხილონ.

ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით ერთ-ერთი აღსანიშნავი ფაქტორია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავება, რადგან ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარია. ყოველწლიურად ჩინეთიდან სხვადასხვა ქვეყანას 150 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მილიარდ დოლარს აღემატება. ჩინეთთან უვიზო რეჟიმი დამატებითი სტიმული უნდა იყოს ჩინეთიდან ტურისტული კომპანიებისთვის, რათა საქართველო განიხილონ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილი.

ამასთან, აქტიურად ვმუშაობთ ჩინეთთან უფრო მეტი ავიარეისის საკითხზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენების სიხშირეებს ზრდის უკვე თბილისი-ურუმჩის ხაზზე და ასევე რეგულარული ფრენები კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად ყოველდღიურად შესრულდება ავიაკომპანია გაზრდილი სიხშირით ოპერირებას სექტემბერში დაიწყებს. ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან გვექნება ასევე პირდაპირი დაკავშირებადობა - აღნიშნა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები