პრეზიდენტი მიხვდა, რომ მთავრობის უარი, საგარეო პოლიტიკისგან მის ჩამოშორებას ნიშნავდა - ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პრეზიდენტი 2019 წლიდან, ყველა ვიზიტთან დაკავშირებით აგზავნიდა მოთხოვნას 52-ე მუხლის შინაარსის მითითებით. თუმცა, პრეზიდენტის წარმომადგენლის თქმით, ზურაბიშვილი შემდეგ მიხვდა, რომ მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა
ჩუგოშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი მიხვდა, რომ უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპორციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ ის ჩამოშორებული ყოფილიყო საერთოდ საგარეო პოლიტიკას.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს იყო პრაქტიკა, რომელიც იყო გერმანიის შემთხვევაშიც. ამ ვიზიტზე უარმა პრეზიდენტს აფიქრებინა, რომ არასწორი პრაქტიკით ხორციელდებოდა და მთავრობის თანხმობა საერთოდ არ სჭირდებოდა მას მსგავსი საქმიანობის განსახორციელებლად, რადგან ის არ ახორციელებდა საგარეო პოლიტიკას 52-ე მუხლის ფარგლებში, შესაბამისად, მისი ქმედებები არ ითხოვდა არანაირ თანხმობას მთავრობისგან და მან შეწყვიტა მსგავსი თანხმობების მოთხოვნა იმ ტიპის ურთიერთობებსა და კომუნიკაციებზე, რომელიც თავისი არსით არ არის საგარეო პოლიტიკის განხორციელება, არამედ არის ქვეყნის წარმოდგენა 49-ე მუხლიდან გამომდინარე.
მიხვდა, რომ ეს უარი ნიშნავდა მის არაკონსტიტუციურ, არაპროპორციულ შეზღუდვას და მცდელობას, რომ ის ჩამოშორებული ყოფილიყო საერთოდ საგარეო პოლიტიკას.
49-ე მუხლის ფარგლებში ის გააგრძელებდა თავის საქმიანობას, მათ შორის, თავისი დიპლომატიური როლის შესრულებას, სახელმწიფო მეთაურებთან თავისი კონტაქტების გამოყენებას სწორედ, 78-ე მუხლის ინტერესებიდან და ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის ინტერესებიდან გამომდინარე." - თქვა ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.