თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც FSB-ს აგენტ ფარცხალაძეს აშოვნინა პირველი მილიონი - ხაბეიშვილი დავითაშვილს

04.10.23 18:34
თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც FSB-ს აგენტ ფარცხალაძეს აშოვნინა პირველი მილიონი - ხაბეიშვილი დავითაშვილს

გრძნობს თუ არა მმართველი პარტია პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი მილიონი აშშ-ის მიერ დასანქცირებულმა და რუსეთის ჯაშუშობაში მხილებულმა ოთარ ფარცხალაძემ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დახმარებით მოიპოვა.

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო იყო პირველი, რომელმაც FSB-ს აგენტ ფარცხალაძეს მილიონი აშოვნინა.

პირველი მილიონი ფარცხალაძემ იშოვა ეკონომიკის მინისტრის დახმარებით, ვგულისხმობ, 200 ათას ლარად რომ მისცეს ქონება ფარცხალაძეს და შემდეგ, 1 200 000 გამოისყიდეს. ამასობაში, ეკონომიკის სამინისტროში ისევ ის მოადგილეები არიან დასაქმებული, ვინც თურნავას დროს იყვნენ, მათ შორის ვგულისხმობ 2016 წელს. მაინტერესებს, ამაზე რა პასუხი გაქვთ და გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ თქვენი სამინისტრო იყო პირველი, ვინც FSB-ს აგენტ ფარცხალაძეს აშოვნინა პირველი მილიონი - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები