გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო, მოვითხოვ, წარმოადგინონ მტკიცებულებები - ჩუგოშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი თამარ ჩუგოშვილი მოითხოვს, რომ პარლამენტის წარმომადგენლებმა წარადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაში შეჭრას დაამტკიცებს.
თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მიზნით, ერთიანი ძალებით უნდა წარადგინონ საქართველო ევროპელ ლიდერებთან.
დადგენილი პრაქტიკა იყო და როდესაც სისტემატური თანხმობის შემდეგ, უცებ უარს შეეჯახა, ჩათვალა, რომ ეს ემსახურებოდა მის იზოლირებას საგარეო ურთიერთობებიდან, მაშინ, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია ქვეყნისთვის. ადამიანები, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიღონ, რას ამბობენ - ისინი პრეზიდენტის როლს ცალსახად პოზიტიურად აფასებენ. მან ჩათვალა, მის შეხვედრებზე უარი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ჩამოშორდეს საგარეო ურთიერთობებს და ამან შეიძლება დააზიანოს ის დიდი მიზანი, სადაც ერთად ვართ. პრეზიდენტს თავისი პოზიცია, მთავრობა კარგად ახერხებს თუ არა თავისი უფლებამოსილების განხორციელების, საჯაროდ აქვს ნათქვამი.
პრეზიდენტი თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, რომ ევროპელ ლიდერებს ესაუბროს ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა წევრი ქვეყნის პირველ პირს საქართველოს ყველა უმაღლესი წარმომადგენელი უნდა ესაუბროს. პრეზიდენტი და პრემიერი ერთად უნდა დადიოდნენ, უნდა მოიარონ ყველა წევრი ქვეყანა.
მოვითხოვ, პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები, სასამართლომ მოსთხოვოს მათ იგივე სტანდარტი. როდესაც ამტკიცებენ, რომ იქ იყო მოლაპარაკების წარმოება ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში შეიჭრა, გვაჩვენონ, რა მოლაპარაკებები იყო. მათი მხრიდან მტკიცებულებები არაა წარმოდგენილი და ჩვენ მხარეს სთხოვთ მტკიცებულებებს - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.