საკონსტიტუციოში ისევ დაპირისპირებაა - კობახიძემ ჩუგოშვილის გამოსვლას "პოლიტიკური დემაგოგია" უწოდა

04.10.23 19:09
საკონსტიტუციოში ისევ დაპირისპირებაა - კობახიძემ ჩუგოშვილის გამოსვლას "პოლიტიკური დემაგოგია" უწოდა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის პროცესი ისევ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს -  ირაკლი კობახიძე თამარ ჩუგოშვილს "პოლიტიკურ დემაგოგიაში" ადანაშაულებს.

მანამდე ჩუგოშვილი საუბრობდა, რომ ყველა ასეთ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მხარდაჭერას ითხოვდა და არ შეჭრილა მთავრობის კომპეტენციაში.

"პრეზიდენტი ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, მიგვაახლოოს ამ მიზანს, ჩემთვის პირადადაც როგორც მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ეს. ეს არის გადამწყვეტი" - თქვა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით,

პრეზიდენტი სხვა ქვეყნების თანამდებობის პირებთან საუბრობს მხოლოდ და მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სასაუბროების ფარგლებში, ყველა კომუნიკაცია მოიცავს ერთადერთ რამეს - რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და როგორი აუცილებელია რომ, იმ ქვეყნისგან, რომლის ლიდერსაც ხვდება, მხარდაჭერა ჰქონდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში და ეს ძალიან ცალსახაა. ამის საწინააღმდეგო უნდა წარმოგვიდგინოს მან, ვინც მოითხოვს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას იმის გამო, რომ პრეზიდენტი ცდილობს ყველაფერი გააკეთოს მიგვაახლოოს ამ მიზანს. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ეს არ არის დემაგოგია, ეს ჩემთვის გადამწყვეტია!" -  თქვა ჩუგოშვილმა.

რასაც კობახიძის წამოძახილი მოჰყვა -  "ეს არის პოლიტიკური დემაგოგია".

მსგავსი სიახლეები