რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ? - ნაცვლიშვილი დავითაშვილს

04.10.23 19:48
რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ? - ნაცვლიშვილი დავითაშვილს

აპირებს თუ არა სახელმწიფო პასუხისმგებლობის აღებას შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების მიმართ? - ასე მიმართა პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ლევან დავითაშვილს "მინისტრის საათის" ფორმატში მოსმენისას.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოს მთავრობის მიერ დაზარალებულთათვის შეთავაზებულ დახმარებას არაადეკვატური უწოდა.

ამ განცხადებას, როდესაც აკეთებდით, რის საფუძველზე აკეთებდით და დღეს ამასთან დაკავშირებით რა გაქვთ სათქმელი?

ასევე, რას აპირებს სახელმწიფო შოვში და გურიაში დაზარალებული ადამიანების საპასუხოდ? ადამიანის სიცოცხლე როგორ შეაფასეთ ეს დავინახეთ. სახელმწიფო რა პარამეტრებით ხელმძღვანელობს, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ფასს ადებს?

რაც შეეხება ცოცხლად გადარჩენილებს, რომლებსაც სახლები დაენგრათ და შემოსავლის წყარო დაკარგეს. როდის მიიღებენ ისინი დანაკარგის ადეკვატურ კომპენსაციას სახელმწიფოს მხრიდან. რასაც დღეს სთავაზობთ ეს არ არის ადეკვატური და ეს კარგად უნდა იცოდეთ - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები