თქვენ გავრილოვი ჩამოიყვანეთ საქართველოში - კოპალეიშვილის პასუხი კობახიძის თავდასხმაზე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ნერვებმა უმტყუნა - ირაკლი კობახიძე ამჯერად პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს დაუპირისპირდა.
"ეს ადეიშვილის სასამართლო" - მიმართა მან კოპალეიშვილს და "წესიერად" საუბრისკენ მოუწოდა.
ეს ადეიშვილს სასამართლო კი არ არის, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო. ადეიშვილის სასამართლო არ არის და არც გვარამიას, ვისი მოადგილეც იყავით წლების განმავლობაში... რომ ამაყობთ, ეგაა თქვენი პრობლემა", - უთხრა კობახიძემ კოპალეიშვილს.
მაია კოპალეიშვილმა კი კობახიძეს წარსული შეახსენა და გაახსენა ფაქტი თუ ვინ ჩამოიყვანა რუსი გავრილოვი საქართველოში და პარლამენტის სავარძელში ჩასვა.
თქვენ იყავით გავრილოვი რომ ჩამოიყვანეთ ამ საქართველოში, რომ ჩასვით იმ პარლამენტის სავარძელში. თქვენ ვერასდროს მიაღწევთ იმ სტანდარტს, რა სტანდარტსაც მიაღწიეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამა თუ იმ სტრუქტურაში მუშაობდნენ", - თქვა კოპალეიშვილმა.