გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ, თავის მოჭრაა - კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს კომპეტენციას უწუნებს
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის წარმომადგენლებს კომპეტენციას უწუნებს - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დღესაც ამტკიცებს, რომ თამარ ჩუგოშვილს და მაია კოპალეიშვილს "გაუგონარი" არგუმენტები აქვთ.
"შემაშფოთებელია", "თავის მოჭრაა", - ამბობს მედიასთან ირაკლი კობახიძე.
სრული "ნონსენსია", სტუდენტები უყურებენ ამ ყველაფერს, უბრალოდ თავის მოჭრაა, როდესაც სტუდენტები ხედავენ, რომ ასეთი ზრდასრული ადამიანები, იურისტები, ასეთ რაღაცებს ლაპარაკობენ ასეთ მარტივ თემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის შემაშფოთებელი და გამაოგნებელი. სუსტი არგუმენტები კი არ არის, გაუგონარია, გაუგონარ რაღაცებს ლაპარაკობენ", - განაცხადა კობახიძემ.